* * *
ქართული პოლიფონიური მემკვიდრეობის მკვლევარის, ხალხური სიმღერების პატრიარქის, ხმების შემგროვებლის, მუსიკოსის, პედაგოგის, ანსამბლ "რუსთავისა" და ანსამბლ "მართვეს" დამფუძნებლის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება...
31 მარტს, 09:00სთ.-ზე, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მისი შემოქმედების დამფასებლები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბებიან, სადაც დავით გარეჯელის სახელობის (მამა დავითის) ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება...



ქართული ხალხური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”

ხელოვნების აკადემია "მართვე"


Ultimate Appraisal

ცნობილი ადამიანები ანზორ ერქომაიშვილის შესახებ


* * *

ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა... იგი არა მხოლოდ საოცარი მუსიკოსი, არამედ ასევე კეთილი გულის მქონე უიშვიათესი პიროვნება გახლდათ. / We loved him very much… He was not only a wonderful musician, but also a very seldom human being with a warm heart.

პ. ვერნიკოვი / P. Vernikov


* * *

ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით ისეთ დიდებულ პიროვნებას, როგორიც იყო ანზორი, დიდებულს ხელოვნებაში, მსოფლიო ხელოვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილით, დიდი გულით, რომელშიც ეტეოდა ყველა, ვინც კი მას ოდესმე ცხოვრებაში შეხვედრია, „ქლაუდ გეითის“ წევრებისა და ჩემი ჩათვლით. / We won’t meet any person as BIG as Anzor again, big in his art, in his contribution to the culture of the world, and a big heart that embraced everyone passing through his life, including “Cloud Gate” members and me.

მან გაგვამდიდრა და განგვანათლა ჩვენ. მართლაც ღვთის კურთხევა და წყალობაა გყოლოდა იგი კოლეგის, მეგობრის, და რაც მთავარია, უდიდესი შთაგონების წყაროდ! / He enriched and enlightened us. It was truly a blessing to have him as a colleague, a friend and, most of all, a great inspiration!

ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია, უდიდესი ენთუზიაზმია გიწოდოთ ჩემი მეგობარი. / It is a great pride and privilege to have you as a friend and an inspiration.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა თქვენი ხელოვნება „რუსთავის“ ღვთაებრივი შესრულების საშუალებით გაგეზიარებინათ ჩვენთვის, თქვენი უგულითადესი სულგრძელობისთვის და იმისთვის, რომ გვასწავლეთ რას ნიშნავს იყო დიდებული ხელოვანი და დიდებული ადამიანი. / Thank you very much for sharing with us your art through the heavenly voice of the Rustavi and your big-hearted generosity and for teaching us what a great artist and a great human being should be.

ლინ ჰვაი-მინი
ტაივანის საბალეტო დასის, „ქლაუდ გეითის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. /
Lin Hwai-min
Artistic Director, Cloud Gate Dance Theatre of Taiwan.


* * *

იმან, რაც ჩვენ მისგან ვისწავლეთ, შევისისხლხორცეთ, შეგვაძლებინა „იამაშიროგუმის“ გუნდის ჩამოყალიბება იმ ფორმითა და სახით, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს. / What we learned from him became our blood and flesh. It enabled us to form Geinoh Yamashirogumi as of today.

ამ დიადი მუსიკოსის, მკვლევარისა და ხელმძღვანელის გარდაცვალება არა მხოლოდ ქართველი ხალხის დანაკარგია, ეს მსოფლიო საგანძურის დანაკლისია. / The passing away of this great musician, researcher and leader is not only a loss for people in Georgia but a loss of the world treasure.

თქვენ ახალი სიცოცხლე აჩუქეთ მსოფლიო ხელოვნებას. / You gave a new life to the world art.

მსოფლიოში ვერავინ შეძლებდა ასე სრულად და საფუძვლიანად, ესოდენ ღირსეულად გაერთვა თავი ამ დიადი საქმისთვის. თქვენი თავდაუზოგავი ძალისხმევისა და მიღწევების გარეშე, ქართულ პოლიფონიას ვერასოდეს მიაკუთვნებდნენ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს. / No one in the world could have accomplished this great feat in such a comprehensive and consolidated way. Without your great effort and achievements, the Georgian Polyphony should have never been selected as the Intangible Cultural World Heritage.

იგი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულსა და გონებაში. / He will live in my heart and mind forever.

ადამიანის ჭეშმარიტი ნეტარება ქართულ პოლიფონიურ სიმღერაში მდგომარეობს. ღრმად მწამს, რომ ამაში კიდევ არაერთხელ დაარწმუნებთ მსოფლიოს. / The true blissfulness of human lies in the singing of Georgian Polyphony. And I strongly believe you will assure the whole world in the truthfulness of these words time and again.

ჩვენი მარადიული მეგობრობისა და ანზორ-სენსეის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სახელით, გაუმარჯოს! / To our eternal friendship and to the health and prosperity of Anzor-sensei, Gaumarjos!

სოჯი იამაშირო
გუნდ „იამაშიროგუმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. /
Shoji Yamashiro
Artistic Director, Geinoh Yamashirogumi.


* * *

პატივს მივაგებთ მის დიდ მიღწევებსა და წვლილს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის საკითხში, რაც მუსიკისა და კულტურის გზაზე გადის. / We highly respect his great achievements and contributions towards the peace of the world through music and culture.

კაზუტო იტო
პრეზიდენტი
მინ-ონის საკონცერტო ასოციაცია /
Kazuto Ito
President
Min-On Concert Association


* * *

დიდი ხელოვანი. / A great artist.

ნათელა წიკლაური / Natela Tsiklauri


* * *

მე-20 საუკუნის უდიდესი ადამიანი. / The greatest man of XX century.

მან ააგო არნახული სილამაზის შენობა, მუსიკის სასახლე. მან დაგვიტოვა ჩვენ ყველაზე დიდი განძი - მუსიკალური კულტურა. / He built a building of incredible beauty, the Palace of Music. He inherited us the greatest treasure – the Music Culture.

უნიჭიერესი ადამიანი, თბილი, ტკბილი და ღრმა, როგორც გურული ხასიათი. ის არის მსოფლიო დონის კულტურის ნაწილი. / A man of a rare talent, warm, sweet, and deep as the Gurian character. He is a part of the world culture.

ჩვენი სიამაყე სამუდამოდ გვემშვიდობება. / Our pride leaves us forever.

ის არის და დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან და დიდ ძეგლად. / He is and will remain a significant and big monument of the Georgian culture.

რეზო გაბრიაძე / Rezo Gabriadze


* * *

ქართული ხალხური სიმღერის ლეგენდა. / A legend of Georgian folk singing.

მისი სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. / His name and legacy will live on forever.

ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში /
The Embassy of the USA in Georgia


* * *

მართლაც, ჭეშმარიტი ჯენტლმენი და ულევი ცოდნის წყარო, ქართული მუსიკისა და კულტურის მაცოცხლებელი და ამაღორძინებელი. / A true gentleman and font of knowledge, activator on behalf of Georgian music and culture.

პიტერ გოლდი / Peter Gold


* * *

ამაყი ვიყავი იმით, რომ ანზორის სამყაროს ნაწილს შემეძლო მცირედი აგური დამედო ქართული ხალხური მუსიკის დაცვა-შენარჩუნებისა და მსოფლიოში გატანის საქმეში. / I was proud to be part of Anzor's world, and to play a part in the preservation and promotion of Georgian folk music.

მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა მომცა გამეცნო ანზორი და ვყოფილიყავი მისი ცხოვრების ნაწილი. უსაზღვროდ მომენატრება. / I thank God that I was able to know Anzor and to be part of his life. I will miss him deeply.

მიყვარხართ სიმღერაში. / Love and Song.

კარლ ლინიჩი / Carl Linich


* * *

ის იყო დიდებული, მგრძნობიარე და გულწრფელი ადამიანი, რომელიც ყველას სიყვარულს იმსახურებდა. / He was a great, sensitive and sincere person who deserved everyone’s love.

ედელტრაუტი და მანფრედი

გუნდი „ჰერა“



საქართველოს რიგითი მოქალაქეები ანზორ ერქომაიშვილის შესახებ


* * *

ერის საამაყო შვილი. / The Pride of the Nation.

მარინე ფირცხალავა / Marine Pirtskhalava


* * *

მოღვაწე, ერისკაცი, მამულიშვილი. / A public figure, man of nation, child of the motherland.

არ მოიძებნება თუნდაც ყველაზე აღმატებული ეპითეტი, ამ სახელსა და გვარს რომ არ დაჰშვენებოდა. / There is no even the most superb epithet that wouldn’t suit this name and surname.

გიორგი ბერიძე / Giorgi Beridze


* * *

ანზორ ერქომაიშვილმა ქართული ხალხური სიმღერის უსაზღვრო სიყვარულის, თავდადებისა და ტიტანური შრომის შედეგად, ანსამბლ “რუსთავის” შემოქმედება სრულყოფილების მწვერვალებამდე აიყვანა. / Anzor Erkomaishvili through and as a result of his true love of the Georgian folk song, devotion and titanic work, managed to raise the Ensemble “Rustavi” ’s works to the peaks of perfection.

ქართული ხალხური სიმღერის მამა. / The father of the Georgian folk song.

ჭეშმარიტი დიპლომატი, გენიალური პიროვნება. მსოფლიოს ხალხებსა და სახელმწიფოებს რომ მისნაირი ელჩები ჰყოლოდათ, ამ ქვეყნად ომები არ იქნებოდა. / A true diplomat, a man of genius. Had the peoples and states of the world had ambassadors like him, there wouldn’t have been any wars on earth.

მისი ყოველი ფრაზა სიბრძნის სიმფონია გახლდათ. / His each phrase was the symphony of wisdom.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საზოგადო მოღვაწე. / One of the greatest public figures of all time.

იცოცხლე მარად... / Live forever…


გიორგი ბეგიაშვილი / Giorgi Begiashvili
| Print |