* * *
31 მარტი მძიმე თარიღია ბატონი ანზორის ოჯახისთვის, ახლობლებისა და რაღა თქმა უნდა ანსამბლ "რუსთავისთვის"...
სწორედ ამ დღეს, 2021 წლის 31 მარტს დაგვტოვა და მარადისობაში გადაინაცვლა ანზორ ერქომაიშვილმა...
დიდი დანაკლისი და მოუშუშებელი იარაა ჩვენი ანსამბლისთვის ბატონი ანზორის გარეშე არსებობა... მძიმეა და სევდიანი ყოველი დილა, რეპეტიცია თუ კონცერტი მის გარეშე...
ვცდილობთ და გულით ვინდომებთ ღირსეულად ვიაროთ ანზორ ერქომაიშვილის მიერ გაკვალულ გზაზე...
ძნელია და ხშირად გაუსაძლისიც მის გარეშე რაიმეს კეთება, მაგრამ უნდა გავუძლოთ, ისევ და ისევ მისი სახელის, ხსოვნისა და პატივისცემისთვის უნდა შევინარჩუნოთ ის შეუფასებელი განძი, რასაც ქართული პოლიფონიური სიმღერა ჰქვია-მსოფლიოში გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობა...
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ანზორ ერქომაიშვილის სულს...
ბევრის თქმა და დაწერა შეიძლება ბატონ ანზორზე, მის ღვაწლსა და ნაშრომებზე, რომელიც ისევ და ისევ ქართულ ხალხურ სიმღერას და საგალობლებს ეხება...
მუდამ ჩვენს გულებში იქნება მისი სიყვარული და პატივისცემა.