* * *
გია ყანჩელის სახ. ბაღში (არტოს ბაღი) მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.
დარბაზი და თავად შენობა, სადაც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" მოღვაწეობს, ახლადრეაბილიტირებულია.
სიმბოლურია ისიც, რომ საკონცერტო დარბაზის გახსნას ხელოვნების აკადემია "მართვეს" დაარსებიდან 43 წლის საიუბილეო თარიღი დაემთხვა (ხელოვნების აკადემია "მართვე" იმავე შენობაში მოღვაწეობს).
საკონცერტო დარბაზის გახსნა და "მართვეს" დაარსების თარიღი პომპეზურად აღინიშნა, სადაც "რუსთავისა" და "მართვეს" წევრებმა მოწვეულ სტუმრებს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა და პერფორმანსი წარუდგინეს. კერძოდ, საპატიო სტუმრებმა, რომელთა შორის ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართული ხელოვნებისა და ბატონი ანზორის შემოქმედების დამფასებლები იყვნენ, დარბაზში შესვლამდე, ღია სივრცეში "მართვეს" აღსაზრდელების შემოქმედება იხილეს. ხოლო, დარბაზში მაყურებლისთვის ანსამბლ "რუსთავის" მომღერლებმა და მოცეკვავეებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.
საღამოს ზურაბ ყიფშიძე და ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ, რომლებმაც ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ დანატოვარი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს.
საკონცერტო დარბაზის პრეზენტაციას ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და მეუღლე, ქალბატონი ლალი სეთურიძე დაესწრნენ, რომელმაც ორგანიზატორებსა და საპატიო სტუმრებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
1
1
2
2
3
3
4
4
5
5
6
6
7
7
8
8
9
9
10
10
11
11
12
12
13
13
14
14
15
15
16
16
17
17
18
18
19
19
20
20
21
21
22
22
23
23
24
24
25
25
26
26
27
27
28
28
29
29
30
30
31
31
32
32
33
33
34
34
35
35
36
36
37
37
38
38
39
39
40
40
41
41
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
დღეს ისტორიული დღეა... ხელოვნების აკადემია
* * *
დღეს ისტორიული დღეა...

ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 31 მაისი, 2021
10:52 / 11.06.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021