* * *
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ ახლად რეაბილიტირებულ შენობაში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა

გია ყანჩელის სახელობის ბაღში მდებარე ახლადრეაბილიტირებული დარბაზის საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, პარლამენტის წევრებმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თბილისის ვიცე-მერმა ანდრია ბასილაიამ, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრებმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
თეა წულუკიანმა თბილისის მუნიციპალიტეტს მადლობა გადაუხადა ანსამბლ "რუსთავის" ინიციატივის გაზიარებისა და საკონცერტო დარბაზისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებისთვის.
"დღეს "მართვეს" დაბადების დღეა. ეს დღე შევარჩიეთ იმისთვის, რომ მორიგჯერ პატივი მივაგოთ დიდ ქართველ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს და მის სახელს ვანიჭებთ შუაგულ ქალაქში, გია ყანჩელის ბაღში (ყოფილ არტოს ბაღში) იმ უნიკალურ შენობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ აღადგინა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჩემს წინამორბედ ყველა მინისტრს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და მინდა ვთქვა, რომ ამიერიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ამ შენობას ეწოდება ანზორ ერქომაიშვილის სახელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ღია ცის ქვეშ ხელოვნების აკადემია „მართვემ“, რომელიც დაარსებიდან 43 წელს აღნიშნავს, ხალხური სიმღერების, საკრავებისა და ცეკვების საკონცერტო ნომრებით მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა. ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზში კი ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ბაღის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო „არტოს ბაღის“ ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი და სადრენაჟე სისტემა; საკონცერტო დარბაზში დამონტაჟდა აუდიო გახმოვანების სისტემა და დასრულდა საკონცერტო დარბაზის გათბობა-ვენტილაციის შიდა ქსელის მონტაჟი; შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი იყო. მოცეკვავეებს კი ცნობილი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე ხელმძღვანელობს. ანსამბლს მსოფლიოს 80 ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ანზორ ერქომაიშვილის მიერვე დაფუძნდა 1978 წელს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მართვე“, რომელიც არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს.
1
1
2
2
3
3
4
4
5
5
6
6
7
7
8
8
9
9
10
10
11
11
12
12
13
13
14
14
15
15
16
16
17
17
18
18
19
19
20
20
21
21
22
22
23
23
24
24
25
25
26
26
27
27
28
28
29
29
30
30
31
31
32
32
33
33
34
34
35
35
36
36
37
37
38
38
39
39
40
40
41
41
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
დღეს ისტორიული დღეა... ხელოვნების აკადემია
* * *
დღეს ისტორიული დღეა...

ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 31 მაისი, 2021
14:35 / 11.06.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021