მწუხარების წერილი
აქ არის ბატონი რეზო გაბრიაძის წერილი. ის ახლახან გამოვიდა საავადმყოფოდან და დიდი ტკივილით მიიღო ეს ამბავი.

პატივისცემით,
ნათელა წიკლაური
თეატრის დირექტორი

* * *

წავიდა მე-20 საუკუნის უდიდესი ადამიანი, ანზორ ერქომაიშვილი. ძნელია შეაფასო მისი ღვაწლი ქართულ და მსოფლიო კულტურაში. მან ააგო არნახული სილამაზის შენობა, მუსიკის სასახლე. მან დაგვიტოვა ჩვენ ყველაზე დიდი განძი - მუსიკალური კულტურა. ძნელია შეაფასო მისი მასშტაბები.
უნიჭიერესი ადამიანი, თბილი, ტკბილი და ღრმა, როგორც გურული ხასიათი. ის არის მსოფლიო დონის კულტურის ნაწილი.
სულ ცოტა დრო გავა და მას აღიარებს მთელი მსოფლიო.
თითქოს გულზე გიკბინეს, ისე ძნელია დაიჯერო მისი გარდაცვალება. ჩვენი სიამაყე სამუდამოდ გვემშვიდობება.
მისი დიდი შრომა დარჩება ჰარმონიულად, გინდ გარეგნობით, გინდ ლაპარაკის კულტურით, გინდ შინაარსის გადმოცემით, ისე ზუსტად, როგორც ვერავინ ახერხებს.
ყველამ მოვიხადოთ ქუდი და მადლობა ვუთხრათ. შენ ყველაფერი გააკეთე ჩუმად, ეფექტების გარეშე, შრომით და შრომით.
გუშინ წავიდა და უკვე გვენატრება, თითქოს საუკუნე გავიდა.
გვენატრები, გვენატრები და კიდევ მოგვენატრები.
ის არის და დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან და დიდ ძეგლად.

ღმერთმა აცხონოს.

რეზო გაბრიაძე


ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 6 აპრილი, 2021
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 2 აპრილი, 2021

ზოგჯერ სიტყვებიც ისე ცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მაგრამ არიან სიტყვები, რომელნიც მანამ არ მოძველდებიან, ვიდრე მზე ამ ქვეყნიდან არ წასულა.
06:37 / 14.04.2021