* * *
ძვირფასო ქ-ნო ლალი,

უზომოდ დაგვამწუხრა დიდებული მაესტრო ანზორ ერქომაიშვილის, ქართული ნაციონალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებლის, უდროო გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა სამწუხარო ამბავმა. სახელოვანი მაესტროს გარდაცვალება ღრმა მწუხარებას გვრის საგუნდო მუსიკის ყველა მოყვარულს და უდიდესი დანაკლისია მთელი მუსიკალური სამყაროსათვის. მინ-ონის საკონცერტო ასოციაციის სახელით გულითად თანაგრძნობასა და სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და სრულიად „რუსთავს“.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო იაპონიაში გასტროლის ფარგლებში გვემასპინძლა ქართული ნაციონალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავისათვის“ 2018 წელს, როდესაც ისინი ბრწყინვალე კონცერტებით წარსდგნენ იაპონიის 20 სხვადასხვა ქალაქში. „რუსთავის“ გასტროლმა იაპონიაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განვითარების საკითხში, რომელიც მიეძღვნა როგორც საქართველოს საუკუნოვან, ასევე ანსამბლ „რუსთავის“, მინ-ონის ოქროს 55-ე იუბილეს.
როდესაც იაპონელებმა „რუსთავის“ წარმოდგენა ვიხილეთ, უაღრესად მოხიბლული დავრჩით მაესტრო ანზორის მშვიდობის გზავნილით, რომელიც „რუსთავის“ კონცერტით გამოხატა. პატივს მივაგებთ მის დიდ მიღწევებსა და წვლილს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის საკითხში, რაც მუსიკისა და კულტურის გზაზე გადის. გულით გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ მისი კეთილი საქმე და წარმატებას მივაღწიოთ ამ კუთხით.
ამ მძიმე დროს, ვიაზრებთ რა სრულად თუ რაოდენ მძიმე უნდა იყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის აღნიშნული დანაკარგი, მაესტროს კეთილი ნებისა და სურვილის ხათრით, გთხოვთ ღიმილით შეხვდეთ „რუსთავის“ მემკვიდრეებსა და მსოფლიოში უამრავ ადამიანს მაესტრო ანზორის მიერ შექმნილი ხელოვნებით.
და ბოლოს, გთხოვთ ნება მიბოძოთ თქვენც გაგიზიაროთ ის არაჩვეულებრივი სიტყვები, რომლებიც მაესტრო ანზორმა გვასწავლა მისი იაპონიაში გასტროლის დროს, - „არიგატო გოზაიმაშიტა.“

მშვიდობით განისვენე მაესტრო ანზორ!

პატივისცემით,

კაზუტო იტო
პრეზიდენტი
მინ-ონის საკონცერტო ასოციაცია
FaceBook Twitter Google
თეგები: კაზუტო იტო...
მსგავსი სიახლე
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 აპრილი, 2021


ძვირფასო ლალი,

ანსამბლ „რუსთავის“ ძვირფასო წევრებო,

ძვირფასო ია,
15:33 / 15.04.2021
ხელოვნების აკადემია
* * *
ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაციის პრესრელიზი, 2 აპრილი, 2021

ზოგჯერ სიტყვებიც ისე ცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მაგრამ არიან სიტყვები, რომელნიც მანამ არ მოძველდებიან, ვიდრე მზე ამ ქვეყნიდან არ წასულა.
06:37 / 14.04.2021