* * *
ფრიად განცვიფრებული და უაღრესად დამწუხრებული გახლავართ ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილის უეცარი გარდაცვალების ამბით, რომელიც ქართული მედიასაშუალებებით შევიტყვეთ. გულწრფელად გითანაგრძნობთ და ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. ჩვენ ასევე ძალიან გულთბილი წერილი მივიღეთ ქ-ნ ჰიროკო კაკოსგან, რომელიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი ლოცვა ანზორ-სენსეის სულის ცხონებისათვის.
ჩვენ მას არაერთხელ შევხვედრივართ როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაში. იმან, რაც ჩვენ მისგან ვისწავლეთ, შევისისხლხორცეთ, შეგვაძლებინა „იამაშიროგუმის“ გუნდის ჩამოყალიბება იმ ფორმითა და სახით, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა „იამაშიროგუმის“ გუნდი ანზორ-სენსეის გარეშე. როდესაც ვიხსენებთ ანზორ-სენსეისთან ჩვენს საოცარ შეხვედრას 1980-იან წლებში და ჩვენს უკანასკნელ შეხვედრას 2018 წელს იაპონიაში მისი ვიზიტის დროს, როდესაც მან გულთბილად შესვა „რუსთავისა“ და „იამაშიროგუმის“ სადღეგრძელო, კიდევ უფრო მეტად გვამძიმებს სევდა და ნაღველი.
სიტყვებით რთულია გამოხატო მწუხარება მისი ოჯახის, „რუსთავისა“ და „მართვეს“ წევრების მიმართ. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი. დიდად მადლიერი დაგრჩებით თუკი შეძლებისდაგვარად გვაცნობებთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ასევე, დაკრძალვის თარიღსა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების შესახებ რაშიც შევძლებთ დახმარების გაწევას. იაპონიაში, ჩვენთან არსებული ტრადიციის თანახმად, სამძიმრის წერილს ჭირისუფლის ოჯახის წარმომადგენელს ვუგზავნით ხოლმე. თუკი თქვენ მსგავსი ტრადიცია საქართველოშიც გაქვთ დაკრძალვასთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის სახით, დიდად მადლიერი დაგრჩებით თუკი გვაცნობებთ ვის შეიძლება გავუგზავნოთ ოფიციალური წერილი.
ამ დიადი მუსიკოსის, მკვლევარისა და ხელმძღვანელის გარდაცვალება არა მხოლოდ ქართველი ხალხის დანაკარგია, ეს მსოფლიო საგანძურის დანაკლისია, რაც შოკისმომგვრელ ტალღად გავრცელდება მთელ დედამიწაზე. კიდევ ერთხელ, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი ლოცვა ანზორ-სენსეის სულის ცხონებისათვის.

გულწრფელად თქვენი,

1 აპრილი, 2021 წ.
სოჯი იამაშირო
გუნდი „იამაშიროგუმი“
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის გახდებოდა... -------------------------------------დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა... უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ღირსეული ქართველის, დიდი მეცნიერის, ერისკაცის და მუსიკოსის სულს...
* * *
10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის გახდებოდა...
-------------------------------------
დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა...
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ღირსეული ქართველის, დიდი მეცნიერის, ერისკაცის და მუსიკოსის სულს...
19:26 / 10.08.2021