სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თავდადებული მუშაკობის გამორჩეული ნაყოფია ბავშვთა ანსამბლი „მართვეც,“ რომელმაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო შეაყვარა ქართველთ და, ამასთან, ათწლეულებია წარუშლელ ემოციას აღძრავს უცხოელ მსმენელში.
საეკლესიო და საერო ჰანგებისადმი „მართვემ“ ცხოველი ინტერესი დაბადა ჩვენს მოზარდებშიც და იქცა იგი დიდი ბიძგის მიმცემად თანატოლთა სხვა გუნდების შექმნისათვის, რამაც ეროვნული მეობის დაცვა და განმტკიცება თავისთავად განაპირობა.
ამ ანსამბლში თაობები აღიზარდა; თითოეულ მათგანს და მათ ხელმძღვანელებს გულითადად ვლოცავთ და ვულოცავთ „მართვეს“ დაარსებიდან 40 წლისთავს და კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად დროთა ცვლილებისა, აღნიშნული გუნდის წევრები დღესაც არწივისებურ კამარას კრავენ საქართველოს ცაზე და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ვისურვებდი, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს.
ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს ბავშვთა ანსამბლის შექმნის იდეის ავტორი, ქალბატონი ნათელა ჯიღაური.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და საერთოდ ყველა, ვინც ქართული სიმღერისა და გალობის დაცვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

ილია II           სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ხელოვნების აკადემია "მართვეს" ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
ახალი სასწავლო წლისთვის აცხადებს გოგონებისა და ვაჟების მიღებას: 1. ხალხური სიმღერის განყოფილება 2. ხალხური ცეკვის განყოფილება
ხელოვნების აკადემია „მართვე“
ახალი სასწავლო წლისთვის აცხადებს გოგონებისა და ვაჟების მიღებას:

1. ხალხური სიმღერის განყოფილება
2. ხალხური ცეკვის განყოფილება
09:06 / 23.09.2020
1. ხალხური სიმღერის განყოფილება; 2. ხალხური ცეკვის განყოფილება; 3. ხალხური საკრავების განყოფილება (ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი);
ხელოვნების აკადემია "მართვე" 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას:
1. ხალხური სიმღერის განყოფილება; 2. ხალხური ცეკვის განყოფილება; 3. ხალხური საკრავების განყოფილება (ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი);
01:32 / 10.09.2020