მიმართულებები - თეატრი
***
მიმართულება წარმოდგენილია თეატრალური სტუდიით. ხელმძღვანელი - ლაშა გოგნიაშვილი.

ლაშა გოგნიაშვილი - სტუდია „მართვეს“ თეატრის მიმართულების პედაგოგი, დასის რეჟისორი.

დაიბადა 1973 წელს. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ სახელმწიფო ინსტიტუტში დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტზე (1990-1995 წწ.) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის რეჟისორის უმაღლეს სარეჟისორო კურსზე (2001-2004 წწ.). 2008 -2013 წწ.-ში სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო საერთაშორისო თეატრალური აკადემიის ასპირანტურაში დრამის რეჟისურის განხრით. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ და სარეჟისორო მოღვაწეობას. დადგმული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი როგორც მოზარდთა თეატრში „თეატრალი“, ასევე სხვადასხვა თეატრში: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, თეატრი ათონელზე, ახალი თეატრი, ახმეტელის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, პანტომიმის თეატრი; მუშაობს რეგიონების თეატრალურ დასებთანაც. 2014 წლიდან არის თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი. არაერთხელ აღინიშნა რეჟისორის ნამუშევრები, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგის აბრიანცევის სახელობის მოზარდთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა.




სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა