მიმართულებები - მუსიკა
***
ქართული ხალხური სიმღერა და გალობა

მიმართულება წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლით „მართვე“. ხელმძღვანელი - ვარლამ ქუტიძე.


ომარ ბურდული - სტუდია „მართვეს“ მთავარი ლოტბარი.
დაიბადა 1991 წელს. 2003 წელს დაამთავრა ფოლკლორული სასახლის საგუნდო-სამუსიკო სკოლის სრული კურსი სიმღერის სპეციალობით. სწავლობდა ევ. მიქელაძის სახ. მეორე სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე (2006-2009 წწ.). 2013 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი დირიჟორობის სპეციალობით. 2015 წელს კი იგივე ფაკულტეტის მაგისტრატურა.
1998-2007 წლებში იყო ბიჭუნათა ხალხურ ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა „მართვეს“ გასტროლებში რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში და სხვ. ქვეყნებში.
2009 წლიდან გახლავთ ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ კონცერტების აქტიური მონაწილე. ამავე წლიდან დღემდე არის სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი.
2012 წელს „საგუნდო მუსიკის ფესტივალზე“ უდირიჟორა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდს.
2012 წელს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდა შავლეგ შილაკაძის კანტატა „ლოცვა“; კონცერტზე სიონის ტაძრის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელის თხოვნით უდირიჟორა აღნიშნულ გუნდს.
2013 წლის 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო კონცერტში „ქართული ოპერის სათავეებთან“ , სადაც ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ შეასრულა სტუმრის პარტია „ჩაკრულო“.
2013 წელს ჩამოაყალიბა „თბილისის გოგონათა გუნდი“. აღსანიშნავია, რომ გუნდის შექმნის დღიდან მისი თითოეული შემოქმედებითი და საკონცერტო აქტივობა ხორციელდება სრული ენთუზიაზმის საფუძველზე, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. 2015 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე მაესტრო ომარ ბურდული დასახელდა საუკეთესო ქორმაისტერად. გუნდმა აიღო გრან-პრი კატეგორიაში „აკადემიური სიმღერა“. 2017 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნული კონკურსი აღინიშნა პირველი ადგილითა და ოქროს მედლით. თბილისის გოგონათა გუნდი დასახელდა ა-კაპელა ნაწარმოების და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად.
2017 წელს ომარ ბურდული გახდა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.


ალდონა ერქომაიშვილი - სტუდია „მართვეს“ ქართული ხალხური სიმღერის მიმართულების პედაგოგი.
ქართული ხალხური სიმღერა შეისწავლა ბაბუის, სიმღერისა და გალობის მცოდნის, მოამაგის და მკვლევარის არტემ ერქომაიშვილისგან. 1978 წლიდან დღემდე მუშაობს ანსამბლ „მართვეში“ მოსამზადებელი ჯგუფის პედაგოგად. ოთხი ათეული წლის მანძილზე წარმატებით აღზარდა არაერთი თაობა.



ხალხურ საკრავთა მიმართულება
(ხალხურ საკრავთა განყოფილება)

ალექსანდრე ხიზანიშვილი - სტუდია „მართვეს“ საკრავიერი მუსიკის მიმართულების პედაგოგი.
დაიბადა 1970 წელს. სწავლობდა ხალხურ საკრავთა სტუდიაში (1976-1983 წწ.). მუშაობდა პედაგოგად ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში (შემდგომში სტუდია „მართვე“) და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში. სხვადასხვა წლებში იყო ანსამბლების - „ლაშარი“, „გეორგიკა“, „ეგარი“, „შინი“ - სოლისტი. აქტიურად შეისწავლის საარქივო აუდიომასალებს და აცნობს მსმენელს. სრულყოფილად ფლობს არაერთ ხალხურ საკრავს, არის უენო სალამურის უბადლო შემსრულებელი.


სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა